ძიუდო

18:40 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ დაბიში გამართულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მესამე საპროზო ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდს 4:1 აჯობა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდა.

ქართველი ძიუდოისტებიდან თავიანთი ბრძოლები გურამ თუშიშვილმა, ნინო ლოლაძემ, გიორგი ჩიხელიძემ და ლუკა ბაბუციძემ მოიგეს, ერთადერთი დასანანი მარცხი კი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე ეთერ ასკილაშვილმა განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრისთვის საქართველო კორეას უნდა შეხვედროდა, თუმცა მათ უზბეკეთთან მომხდარი ფაქტისთვის დისკვალიფიკაცია მიიღეს და მეტოქე გერმანიით შეიცვალა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები პირველი წრიდან თავისუფალი იყო. მათ თავდაპირველად უნგრეთის წინააღმდეგ 5-დან 4 დაპირისპირება მოიგეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. ერთადერთი ბრძოლა სოფიო სომხიშვილმა დათმო, ხოლო ლუკა ბაბუციძემ, გურამ თუშიშვილმა, ნინო ლოლაძემ და გიორგი ჩიხელიძემ გამარჯვება მოიპოვეს. მეექვსე დაპირისპირებას ანგარიშიდან გამომდინარე აზრი აღარ ჰქონდა და ეთერ ასკილაშვილმა ეს ეტაპი დაისვენა. ამ გამარჯვებით საქართველო ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ძლიერ გუნდს შეხვდა.

საფრანგეთთან ქართველმა ძიუდოისტებმა იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ 4:2 დამარცხდნენ. ჩვენს ქვეყანას გამარჯვებები თუშიშვილმა და ჩიხელიძემ მოუტანეს, ხოლო ბაბუციძე, ლოლაძე, ასკილაშვილი და სომხიშვილი ვერაფერს გახდნენ. ს

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რომელიც შესაბამისად გიორგი სარდალაშვილის, ტატო გრიგალაშვილის, გურამ თუშიშვილის და ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა. ჩვენი ქვეყანა ინდივიდუალურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119887