ფეხბურთი

18:26 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "მამარდაშვილზე შეთავაზება ჯერ არ მიგვიღია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ვიგოს „სელტასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ჯერ კლუბს შეთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, გიორგის წასვლაზე საუბარი ნაადრევია.

„არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს: იმისთვის, რომ ფეხბურთელმა „ვალენსია“ დატოვოს, უნდა არსებობდეს შემოთავაზება, რომელსაც სჭირდება ჩვენი კლუბის თანხმობა და წასვლის შესახებ ფეხბურთელის სურვილიც. ეს კი, ჯერ არ ყოფილა, არც მამარდაშვილზე და არც ხავი გერაზე შემოთავაზება არ მიგვიღია. ყველას არ ვყიდით, ასე ნამდვილად არაა. როდესაც იქნება შემოთავაზება, შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამაზე, კლუბი განიხილავს წინადადებას, მაგრამ ყველა ნამდვილად არ იყიდება, ფეხბურთელებს მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე გავუშვებთ, ეს კი, მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში ხდება. ჩვენი ფეხბურთელების ღირებულება გაიზარდა, ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რაც ტრანსფერებზე მუშაობის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ“, - თქვა ბარახამ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მწვრთნელმა არ გამორიცხა, „სელტას“ წინააღმდეგ სათადარიგო მეკარის, კრისტიან რივეროს თამაშიც. როგორც მან თქვა, ის მზად არის, მაგრამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით 2021 წლიდან დღემდე 99 შეხვედრა ჩაატარა და 31-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123158