ფეხბურთი

18:00 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "მიქაუტაძე პლეი-ოფის მატჩებში აუცილებლად ითამაშებს"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ დაადასტურა, რომ გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ პლეი-ოფის მატჩების შემდეგ შეუერთდება.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი „მეცს“ ლიგა 1-ში დასარჩენად ბრძოლაში დაეხმარება:

„გიორგის უყვარს კლუბი, ის 100%-ით ითამაშებს პლეი-ოფის მატჩებს. გამოვისყიდით თუ არა „აიაქსიდან“ 13 მილიონად? ეს შეკითხვა პრეზიდენტ ბერნარ სერინს უნდა დაუსვათ“, - აღნიშნა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მაინც მოახერხა მეშვიდე ადგილის დაკავება. „მეცი“ 30 მაისს და 2 ივნისს, ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს.

მიქაუტაძის სატრანსფერო უფლებები „აიაქსს“ ეკუთვნის, მისი ტრანსფერის ღირებულება კი, სავარაუდოდ, 15-20 მილიონი ევრო იქნება. ქართველი ფეხბურთელით არაერთი გუნდი ინტერესდება, ყველაზე აქტიურად კი, „მონაკოს“, „ლილის“ და „ლიონის“ შესახებ წერენ, მაგრამ ასევე ახსენეს „სევილია“, „ატლეტიკო“, „მარსელი“ და „რენი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118972