ფეხბურთი

17:10 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი ჩეხეთის თასის ფინალში (+VIDEO)

ჩეხეთის თასის ფინალი აურზაურით და გულშემატკივრების დაპირისპირებით დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ვიქტორია პლზენი" და "სპარტა პრაღა" შეხვდნენ, რომელიც პრაღელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეხვედრის 79 წუთი ისე მიიწურა, რომ გოლი არ გასულა. ანგარიში კი სამსონ დვეს ავტოგოლით გაიხსნა და "სპარტა" დაწინაურდა. 85-ე წუთზე პაველ სულცმა წითელი ბარათი მიიღო და "პლზენი" მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა ამის მიუხედავად მათ 87-ე წუთზე ტომას ჩორის გოლით წონასწორობა აღადგინეს.

საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 26 წლის სერბმა ნახევარმცველმა, ველიკო ბირმანჩევიჩმა დააფიქსირა. ამ გოლმა კი „პლზენის“ ფანები გააღიზიანა და ისინი მოედანზე შეიჭრნენ.

მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები თავს დაესხნენ, როგორც სტუმარ ფანებს, ასევე ჟურნალისტებსაც კი. საბოლოოდ, საქმეში პოლიცია ჩაერია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.

„სპარტამ“ თასი ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ მე-8-ედ, ისტორიაში კი მე-16-ედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს 3 დღეში, 26 მაისს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113064