ფეხბურთი

12:51 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ 2024/2025 წლების სეზონის ახალი ფორმა წარადგინა

იტალიურმა „მილანმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი საშინაო ფორმა წარადგინა, რომელსაც გუნდი 2024-2025 წლების სეზონში ჩაიცვამს.

„მუდმივი მოდის სამშობლოში, არაფერი არ აღნიშნავს ფეხბურთის მემკვიდრეობას ისე, როგორც „მილანის“ წითელი და შავი ზოლები, რომლებიც 1899 წლიდან საფეხბურთო მოედნიდან ქუჩებამდე წარმატების, ვნებისა და სტილის სინონიმია.

სადაც წითელი ხვდება შავს, ფეხბურთი ხვდება ოჯახს, კლასიკური ფერები ვიზუალურად ასახავს ადამიანის გენომს - მილანური სტილის არსს. ის წარმოადგენს ვნებას, რომელიც სისხლივით გადის გულშემატკივართა ძარღვებში, ტრადიციას, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

ახალი მაისურის კლასიკური სტილი, წითელ-შავი ზოლებითაა წარმოდგენილი, პლუს თეთრი დეტალებით და პატივს სცემს კლუბის 125-წლიან ისტორიას, რასაც უკანა მხარეს სპეციალური ზოლი მოწმობს“, - ნათქვამია იტალიური კლუბის განცხადებაში.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106917