ჭიდაობა

1:25 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 5 მედალი 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე

ბაქოში, სადაც 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლეს, საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი. ჩვენი გუნდი 5 მედალს დაეუფლა, ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს გიორგი თოხაძემ (55 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ). თოხაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი ემრე მუთლუ 9-0 დაამარცხა, ჩხიკვაძე კი ლიეტუველ ვილიუს სავიცკასს ასევე იოლად გაუმკლავდა - 8-0.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) - ფინალში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან 0-7 წააგო და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა ორი ბრინჯაოს მედალიც. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბულგარელი დიმიტარ გეორგიევი 9-1 დაამარცხა. სამედლო ბრძოლაში გაიმარჯვა გიორგი ცოფურაშვილმაც (130 კგ), რომელმაც ნეიტრალური ათლეტს, დმიტრი ბაბორიკოს 9-1 მოუგო.

2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა 134 ქულას მოუყარა თავი და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118632