ფეხბურთი

22:16 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სპეცია" ივა გელაშვილის გამოსყიდვას აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „სპეცია“ ივა გელაშვილს გამოისყიდის. ამის შესახებ რამდენიმე გამოცემა წერს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საპირისპირო ცნობა გავრცელდა, ამჯერად ვარაუდობენ, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიაში დარჩება.

როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელობა გელაშვილში პოტენციალს ხედავს, ამიტომაც, მისი დაკარგვა არ სურთ.

ივამ ეს სეზონი „სპეციაში“ „დინამო ბათუმიდან“ იჯარით გაატარა და 10 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. Calciomercato იტყობინება, რომ ლიგურიელები გელაშვილს კონტრაქტს 2027 წლამდე გაუფორმებენ.

„სპეციამ“ სერია B-ში ადგილი ბოლო ტურში შეინარჩუნა და მომდევნო სეზონშიც იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113401