კალათბურთი

21:45 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძით და მამუკელაშვილით ბერძნული გუნდი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ათენის „პანათინაიკოსს“ დაუკავშირეს.

როგორც ბერძნული მედია წერს, ათენელებს მომდევნო სეზონისთვის გაძლიერება სურთ და კალათბურთელებს არა მარტო ევროპის მასშტაბით, არამედ NBA-შიც ეძებენ. Sportdog-ის ინფორმაციით, ბითაძე ზაფხულში ამერიკას დატოვებს, რადგან „ორლანდოსთან“ კონტრაქტი ეწურება და „პანა“ მზადაა მას კონტრაქტი შესთავაზოს.

კიდევ ერთი ქართველი, სანდრო მამუკელაშვილიც შეიძლება ევროპაში გადავიდეს. მასაც „სან ანტონიოსთან“ ხელშეკრულება ეწურება. წყაროს თანახმად, ბერძნული გრანდი შარშანაც ინტერესდებოდა სანდროთი, მაგრამ მაშინ ქართველმა კალათბურთელმა უარი თქვა NBA-ს დატოვებაზე, სამაგიეროდ, ახლა შეიძლება დათანხმდეს ევროპაში თამაშს.

ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ „პანათინაიკოსს“ მამუკელაშვილისთვის ბრძოლაში კონკურენციის გაწევა ევროლიგის არაერთ გუნდთან მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ათენის „პანათინაიკოსი“ ევროლიგის ოთხთა ფინალშია, სადაც ტიტულისთვის „ოლიმპიაკოსთან“, „რეალსა“ და „ფენერბაჰჩესთან“ ერთად იბრძვის. ნახევარფინალში ათენელები "ფენერბაჰჩეს" შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113235