ფეხბურთი

20:10 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დუბლინში

22 მაისს, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ქალაქ დუბლინში, ირლანდიაში, ევროპა ლიგის ფინალის წინ გაიმართა.

შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, 2026-2027 წელს გასამართი ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.

მოგვიანებით, ლევან კობიაშვილი, უეფას აღმასკომის წევრებთან ერთად, ავივას სტადიონზე ევროპალიგის ფინალურ მატჩს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122435