ფეხბურთი

19:37 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიში" პოჩეტინო შეიძლება იტალიელმა მწვრთნელმა შეცვალოს

ლონდონის „ჩელსი“ შესაძლოა ენცო მარესკამ ჩაიბაროს. ბრიტანული მედიის ცნობით, ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოს შეცვლის მთავარი კანდიდატია.

აღსანიშნავია, რომ თვითონ მარესკამაც ინგლისში დარჩენის სურვილი უკვე საჯაროდ გამოთქვა. ენცომ კარიერა „მანჩესტერ სიტიში“, პეპ გვარდიოლას შტაბში დაიწყო, ხოლო 2023 წლიდან „ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 97 ქულით ჩემპიონშიფი მოაგებინა და პრემიერლიგაში დააბრუნა.

იტალიელი „პორტუშიც“ მოსწონთ, სადაც სერჟიო კონსეისაოს შემცვლელს ეძებენ. რაც შეეხება „ჩელსის“ სხვა ვარიანტებს, მარესკას გარდა, აქტიურად საუბრობენ კირან მაკენას შესახებ, რომელმაც „იფსვიჩ თაუნი“ ინგლისის რანგით მესამე დივიზიონიდან პრემიერლიგაში ორ სეზონში გადაიყვანა. თუმცა, მაკენას „ბრაიტონი“ და „მანჩესტერიც“ იწვევენ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიდან" მაურისიო პოჩეტინო 21 მაისს დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108423