ძიუდო

14:26 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში მეოთხე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლო აღმოჩნდა.

ამჯერად ტატამიზე მხოლოდ ერთი ქართველი გავიდა, 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი, რომელიც პირველივე შეხვედრაში არგენტინელ კოტო ბერსიერთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113144