სხვა

15:32 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიური თამაშების ბილეთების ოფიციალური აპლიკაცია ამოქმედდა

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების ოფიციალური აპლიკაცია - The Paris 2024 Tickets ამოქმედდა, რომელიც ბილეთის მფლობელს საშუალებას აძლევს დაჯავშნოს ადგილი, ან გაყიდოს უკვე შეძენილი ბილეთი.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, The Paris 2024 Tickets ეს არის „ერთადერთი ოფიციალური და ავტორიზებული არხი, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება როგორც ბილეთის გამყიდველისთვის, ისე მისი მყიდველისთვის.

2023 წლიდან დღემდე შეჯიბრებებზე დასასწრები ბილეთების უმეტესობა - 8,27 მილიონი უკვე გაიყიდა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი სპორტის რამდენიმე სახეობაზე დასასწრები ბილეთების შეძენა. სპორტის სახეობების მხრივ უფრო დიდი არჩევანი აქვთ პარალიმპურ თამაშებზე (28 აგვისტო - 8 სექტემბერი) დასწრების მსურველებს.

„აპლიკაცია იქნება „პარიზის ოლიმპიური თამაშების ბილეთებზე წვდომის მნიშვნელოვანი ხელსაწყო. თამაშების დღეს მხოლოდ Paris 2024 Tickets-ის აპლიკაციაში ასახული ბილეთი მოგცემთ სარბიელზე შესვლის შესაძლებლობას," - განმარტავს საორგანიზაციო კომიტეტი.
აპლიკაცია მყიდველს საშუალებას მისცემს ბილეთი გადაუგზავნოს სასურველ ადამიანს, რომელიც თავის მხრივ მიიღებს არენაზე დაცვის თანამშრომლებისთვის წარსადგენ QR-კოდს.

გასათვალისწინებელია, რომ ბილეთის გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, ამ მომენტისთვის QR-კოდი არ ჩანს.

აპლიკაციას სამი ფუნქცია აქვს:

  • თქვენს ბილეთებთან წვდომა (გარდა ცერემონიისა. ოლიმპიური თამაშების გახსნა დახურვის ცერემონიებზე დასასწრები ბილეთები აპლიკაციაში ხელმისაწვდომი იქნება ივნისის შუა რიცხვებში).
  • ბილეთების ტრანსფერი. თითოეულმა ბენეფიციარმა ბილეთის მისაღებად აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოს და შემდგომ შევიდეს სისტემაში.
  • უკვე შეძენილი ბილეთის ან ბილეთების გასაყიდად დადება.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114422