სხვა

14:38 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში მსოფლიო ჩემპიონია და პარიზი 2024-ის ლიცენზიაც მოიპოვა

საქართველოს პარამძლეოსნობის ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო და ჩვენს ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა.

დღეს, გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რითაც ყველას აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილით ქართველმა პარასპორტსმენმა პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის ლიცენზიაც მიიღო.

პლანეტის პირველობა გრძელდება და ჩვენი ქვეყნის პარამძლეოსნობის ნაკრები ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129496