სხვა

21:00 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური თამაშები პარიზს სოლიდურ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ინფორმაციის თანახმად, რომელიც თავის მხრივ, დამოუკიდებელ კვლევას ეყრდნობა, XXXIII ოლიმპიური თამაშები პარიზს 6,7-დან 11,1 მილიარდი ევროს ოდენობის სუფთა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

სპორტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშებს ეწვევა დასასწრები ბილეთის მქონე 3,1 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 64 პროცენტი ფრანგი იქნება. პარიზის ტურიზმის სამსახურის მონაცემებით, ისინი, ვინც პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ბილეთებით ან მის გარეშე ჩავლენ, დახარჯავენ 2,6 მილიარდ ევროს.

სახსრების დიდი ნაწილი - 7 მილიარდი ევრო მედია-უფლებების, ბილეთების გაყიდვიდან, სპონსორებისგან შევა, ასევე - გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო ინვესტიციებიდან. ამასთან, აქ გათვალისიწინებულია IOC-ის წილი, რომელიც 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სახელმწიფო დაფინანსება შეადგენს 3 მილიარდ ევროს და ძირითადად ფარავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პროექტებს. დაანგარიშებულია, რომ სახელმწიფოს გასავლის ყოველ ევროზე მოდის მოგების სამი ევრო.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118316