ფეხბურთი

23:24 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძეს წითელი ბარათი მოუხსნეს და დისკვალიფიკაციაც გაუქმდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს დისკვალიფიკაცია მოუხსნა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ „რენთან“ მიღებული წითელი ბარათი ყვითელ ბარათად გადაკეთდა, შესაბამისად, დისკვალიფიკაციაც მოხსნილია და ქართველი „მეცს“ მომდევნო ტურში „სტრასბურთან“ დაეხმარება.

რუდი ბუკემ მიქაუტაძე „რენთან“ შეხვედრის მიწურულს გააძევა და ძალიან უსამართლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მომენტი VAR-ზეც გადაამოწმა. მოგვიანებით, ფრანგმა მსაჯმა შეცდომა აღიარა და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სადისციპლინო კომიტეტშიც გაითვალისწინეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასიც გააკეთა. ქართველი თავდამსხმელი ბოლო ხუთ ტურში მოედნიდან უგოლოდ არ გასულა და ამ პერიოდში ჯამში 7 გოლი გაიტანა.

„მეცი“, რომელიც 29 ქულით მე-16 ადგილზეა, „სტრასბურს“ 12 მაისს, სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060299