ფეხბურთი

21:31 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა
ხვიჩას ბოლო მატჩი გაუცდა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელ საწვრთნელ პროცესში გუნდთან ერთად მონაწილეობა ისევ ვერ მიიღო.

როგორც „აძურის“ ვებგვერდი წერს, ქართველმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოახერხებს ის სრული დატვირთვით ვარჯიშს.

ხვიჩას რამდენიმე დღის წინ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნა, რის გამოც გუშინ, „უდინეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 11 მაისს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ გამართავს. სავარაუდოდ, ქართველი შემტევი ამ მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059357