ფეხბურთი

20:19 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო სილვა კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

ტიაგო სილვა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ჩელსის“ დატოვებს, კარიერას „ფლუმინენსეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც ბრაზილიელები იტყობინებიან, ტიაგო სილვასთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა და ის 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტიაგო სილვა „ჩელსიში“ 2020 წლიდან გამოდიოდა და 151 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „პარი სენ-ჟერმენში“, „მილანში“, „ჟუვენტუდეში“, „პორტუში“, მოსკოვის „დინამოსა“ და „ფლუმინენსეში“. ბრაზილიის ნაკრებში კი, 2008-2022 წლებში 113 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065258