ფეხბურთი

12:55 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიმ ტენ ჰაგს „მელოტი კვერცხთავა“ უწოდა

„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანტონიმ თანაგუნდელებთან მიმოწერისას შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს და ნიდერლანდელ სპეციალისტს „მელოტი კვერცხთავა" უწოდა. მწვრთნელს მიმოწერის სკრინშოტი აჩვენეს - გვამცნობს Globo Esporte.

ტენ ჰაგი ანტონისთან ისაუბრებს და სავარაუდოდ დისციპლინურ ზომებს მიიღებს. შესაძლოა, ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩებში არ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 6 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩი „კრისტალ პალასმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 4:0 მოუგო.

„მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05975