ფეხბურთი

11:53 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბორუსიის“ მცველი ჰუმელსი: „მბაპესთვის მარტო წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია“

დორტმუნდის „ბორუსიის" მცველმა მატს ჰუმელსმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გერმანული კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„მბაპესგან დაცვა მხოლოდ მთელი გუნდით შეიძლება. მისი განუმეორებელი სისწრაფით შეუძლებელია მას მარტო გაუწიო წინააღმდეგობა“, - ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

პსჟ-სა და ბორუსიას საპასუხო მატჩი დღეს, 7 მაისს პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე, გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 43 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119492