ფეხბურთი

0:43 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ოსიმენის გოლი არ ეყო და ისევ ვერ მოიგო, კვარაცხელიამ ვერ ითამაშა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „უდინეზეს“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო.

ქართველმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო ეს მატჩი გამოტოვა, განაცხადშიც არ იყო. „ნაპოლი“ ახლოს გახლდათ მოგებასთან, მაგრამ შინ მხოლოდ ქულა წაიღო.

ანგარიში 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა და ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. ნიგერიელმა კიდევ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ფაბიო კანავაროს გუნდმა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, ქულა გადაარჩინა - 1:1.

„ნაპოლის“ 4 მატჩია არ მოუგია და 51 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 მაისს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063202