ფეხბურთი

17:55 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ფინალში თუ ვერ გავედით, კრახი არ იქნება, ცხოვრება გაგრძელდება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, თუ ფინალში ვერ გავლენ ეს კრახი იქნება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.

„რაღაცები ცუდად რომ წავიდეს, მზად უნდა ვიყოთ. მთელი სეზონი ფეხბურთელებს ვესაუბრები და ვეუბნები, რომ შეცდომების გამო მოედანზე არ უნდა იწუწუნონ, არამედ თამაშში ყოველთვის უნდა დავრჩეთ. გავარდნა კრახი იქნება? ცხოვრება გაგრძელდება, პარიზში იგივე მზე ამოვა.

როგორც სპორტსმენი მეტოქეს ტაშს დავუკრავ და გამარჯვებას მივულოცავ, თუნდაც გამარჯვება არ დაიმსახურონ. თუმცა, მეორე დღეს სიამაყით ვიტყვი, რომ ფეხზე უნდა წამოვდგეთ, მომდევნო სეზონში ვცადოთ გამარჯვება.

მიზანი არ არის ორბურთიანი სხვაობით მოგება, არამედ უბრალოდ თამაშის მოგება და ფინალში გასვლა. თუ ორ გოლს სწრაფად გავიტანთ, ვიცით, რომ მეტოქეს რეაგირების მოხდენა მოუწევს. გონსალო რამოში ძირითადში? ყველა ჩემს ფეხბურთელს ველოდები და ნებისმიერს შეუძლია თამაში პირველივე წუთიდან დაიწყოს.

ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, დაცვას ყველა უნდა დაეხმაროს, მათ შორის მბაპეც, ხოლო შეტევას პირველ რიგში, მცველები უნდა დაეხმარონ და ბურთის შეტევაში წაღება მათი მოვალეობაა.

ყოველი თამაში განსხვავდება მეორისგან. ვიცით, რომ ფანები ჩვენს გვერდით იქნებიან, განსაკუთრებით რთულ მომენტებში. რაც დორტმუნდში ვნახეთ, ეს ფანტასტიკური იყო“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „დორტმუნდის“ მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062237