ფეხბურთი

13:34 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: "ჟირონა" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა (+VIDEO)

ისტორიაში პირველად, „ჟირონა“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზური გაიფორმა.

„ჟირონას“ დიდებული სეზონი ჰქონდა, ერთი პერიოდი ჩემპიონობისთვისაც იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, „რეალს“ გვარიანად ჩამორჩა, რომელიც უკვე ჩემპიონი გახდა. სამაგიეროდ, მიჩელის გუნდი 74 ქულით მეორე ადგილზეა და „ბარსელონას“ ქულით უსწრებს.

მომდევნო სეზონში კი, „ჟირონას“ ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ, რაც ნამდვილად უნიკალური შემთხვევა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143646