ფეხბურთი

12:53 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სერია A-ში მხოლოდ 2 თამაში წააგო და ორივე "სასუოლოსთან", რომელიც გასავარდნ ზონაშია
"ინტერისთვის" დაუძლეველი ბარიერი

„ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატი ძალიან ადვილად, აბსოლუტური დომინაციით მოიგო, მაგრამ „სასუოლოს“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.

დიახ, სიმონე ინძაგის გუნდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი მატჩი წააგო (35 ტურში) და ორჯერვე „სასუოლოსთან“. „ნეროვერდიმ“ ჯერ პირველ წრეში „სან სიროზე“ მოიგო (2:1), ხოლო გუშინ „მაპეი სთედიუმზეც“ აჯობა მეტოქეს - 1:0. ამრიგად, „სასუოლომ“ „ინტერთან“ 6 ქულა მოიპოვა და ერთადერთი გუნდია, რომელმაც „ინტერის“ დამარცხება შეძლო იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში.

საერთოდ, მას შემდეგ, რაც „სასუოლო“ სერია A-ში თამაშობს (2013-2014 წლების სეზონიდან), ყველაზე მეტი მატჩი „ინტერთან“ მოიგო - 10! სტატისტიკა სულაც თანაბარია: 10 მოგება, 10 წაგება, 2 ფრე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ინტერმა“ „სასუოლო“ ორჯერ დაამარცხა ანგარიშით - 7:0...

კიდევ ერთიც: მიუხედავად იმისა, რომ „სასუოლო“ ერთადერთია, ვინც ამ სეზონში იტალიაში „ინტერის“ დამარცხება შეძლო, თანაც ორჯერ, მაინც გასავარდნ ზონაშია, 29 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065254