ფეხბურთი

10:24 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

2024 წელს TOP 5 ლიგებში პროცენტულად მიქაუტაძემ ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა
"მეფე ჟორჟის" დიდებული შედეგი

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ 5 მატჩია გოლი გააქვს. ზოგადად, მას შემდეგ, რაც იანვარში საფრანგეთში დაბრუნდა, 10 გოლი გაიტანა, 3-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.

როგორც Opta იტყობინება, ტოპ ხუთ ლიგაში მიქაუტაძეს 2024 წელს პროცენტულად თავისი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 72%.

„მეცმა“ სულ 18 გოლი გაიტანა მიმდინარე წელს, 13-ში მიქაუტაძე მონაწილეობდა (10 გოლი, 3 საგოლე პასი). შემდეგ მოდიან დუვან საპატა (ტორინო), რომელმაც გუნდის 16 გოლიდან 10-ში მიიღო მონაწილეობა (63%) და დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), რომელმაც 20-დან 12 გოლში მიიღო მონაწილეობა (60%).

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „რენთან“ გოლით მიჯრით მეხუთე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამ მატჩებში 7 გოლი გაიტანა. სულ მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით ნახევარი სეზონი სხვა ჩემპიონატში, ერედივიზიონში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060113