ფეხბურთი

22:43 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „რეალი“ გააჩემპიონა

ესპანური პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ბარსელონა“ „ჟირონას“ ეწვია და 2:4 დამარცხდა.

ანგარიში კატალონიელებმა გახსნეს მე-3 წუთზე, თავი კრისტენსენმა გამოიჩინა. თითქმის მაშინვე დოვბიკმა გაათანაბრა. ტაიმის ბოლო წუთზე „ბარსელონამ“ ისევ გაიტანა. ამჯერად ლევანდოვსკი გამოირჩა.

შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა იძალეს. დუბლი მიითვალა შეცვლაზე შესულმა პორტუმ, ერთიც გუტიერესმა დაამატა - 4:2.

ეს კი ნიშნავს, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონია. მადრიდელებს 87 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე გადასულ „ჟირონას“ კი 74. სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება, ასე რომ, „რეალს“ უკვე თეორიულადაც ვეღარავინ დაეწევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059555