ფეხბურთი

21:38 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუს საუდის არაბეთში იწვევენ

პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მოურინიუს მომსახურებით საუდის არაბეთის მეორე დივიზიონის წარმომადგენელი „ალ-ქადისია“ დაინტერესდა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.

წყაროს ცნობით, ეს კლუბი ნავთობკომპანია Aramco-ს ეკუთვნის, რომელსაც ფიფასთან სპონსორობის კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ხაზგასმულია, რომ „ალ-ქადისიას“ ხელმძღვანელობას სურს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის (PIF) კუთვნილ კლუბებს: „ალ-იტიჰადს“, „ალ-ნასრის,“ „ალ-აჰლისა“ და „ალ-ჰილალს“ კონკურენცია გაუწიოს.

პრო ლიგაში გადასასვლელად „ალ-ქადისიას“ მეორე ლიგის დარჩენილი ოთხ მატჩში ორი ქულის დაგროვება ეყოფა.

მოურინიო ალ-ხობარში მაისის ბოლოს ჩავა.

61 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იტალიური „რომა“ გახლდათ, რომელიც წლეულს იანვარში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062836