ფეხბურთი

16:31 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ტრავმირებულია და "უდინეზესთან" სავარაუდოდ ვერ ითამაშებს
ხვიჩას კუნთი აქვს დაჭიმული

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს.

როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭიმა, რის გამოც, დღეს მხოლოდ ინდივიდუალურად, ისიც სპორტდარბაზში ივარჯიშა. ნეაპოლელთა განცხადებაში არაფერია ნათქვამი ტრავმის სირთულეზე, მაგრამ სერიოზული სავარაუდოდ, არაფერი იქნება.

ადგილობრივი მედია წერს, რომ „უდინეზესთან“ შეხვედრა კვარას მაინც გაუცდება, რადგან თამაში ორ დღეშია - 6 მაისს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.052841