ფეხბურთი

15:55 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: კონტრაქტის საკითხის მოგვარება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სურთ
ჯუღელის და დე ლაურენტისის შეხვდა მაისის ბოლოსაც მოსალოდნელია

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი და აურელიო დე ლაურენტისი კონტრაქტის განახლების თაობაზე ცოტა ხნის წინ რომში ერთმანეთს შეხვდნენ.

შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, მხარეები აგრძელებენ დიალოგს და წყაროს თანახმად, მომდევნო შეხვედრა მაისის ბოლოსაა მოსალოდნელი, რათა ეს საკითხი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამჟამად სეზონში 1.2 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი.

კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ჩატარებულ 85 შეხვედრაში 24 გოლი აქვს გატანილი, 21-ჯერ კი, საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061609