ფეხბურთი

13:25 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "მეცში" აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა ქართველმა თავდამსხმელმა მიიღო.

მიქაუტაძე უკვე მესამედ გახდა „მეცში“ თვის MVP - აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში. გიორგიმ მეტიუ უდოლს, ალეკსანდერ უკიჯას და პაპა ამადუ დიალოს აჯობა.

ქართველმა თავდამსხმელმა აპრილი დიდებულად ჩაატარა და ლიგაში 1-ში გამართულ ოთხ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057232