ფეხბურთი

10:27 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზი ნიდერლანდებში: "როდას" ფანებმა ერედივიზიონში აღზევება შეცდომით იზეიმეს

ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის (მეორე ლიგა) ბოლოსწინა ტურში კურიოზული ვითარება შეიქმნა.

ერედივიზიონის საგზური უკვე მოპოვებული აქვს „ვილემ II“-ს, ხოლო მეორე ადგილისთვის, რომელიც ასევეე ერედივიზიონში გადამსვლელია, „როდა“ და „გრონინგენი“ იბრძვიან.

37-ე ტურში „როდამ“ „კამბური“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ამ გუნდის სტადიონის სპიკერმა გამოაცხადა, რომ გუნდმა ერედივიზონის საგზური მოიპოვა, შესაბამისად, ფანები მოედანზე შეიჭრნენ და ზეიმი დაიწყეს. თუმცა, კურიოზი ისაა, რომ სპიკერი შეცდა.

მან გამოაცხადა, რომ პარალელურად, კონკურენტი „გრონინგენი“ „ტელსტართან“ დამარცხდა, ასეთ შემთხვევაში „როდა“ მართლაც გადადიოდა ერედივიზიონში, მაგრამ სტადიონის სპიკერმა იჩქარა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე „გრონინგენმა“ ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა, შესაბამისად, „როდას“ ჯერ კიდევ არ მოუპოვებია ერედივიზონის საგზური - ფანებსაც ზეიმის შეწყვეტა მოუწიათ...

ისე კი, კერკრადელები ახლოს არიან მიზანთან, რადგან „გრონინგენს“ 3 ქულით უსწრებენ, წინ ბოლო ტურია, რომელშიც კონკურენტები შეხვდებიან ერთმანეთს: "გრონინგენი" - "როდა"! თავის მხრივ, მესამე-მერვეადგილოსნები პლეი-ოფში გაარკვევენ ვინ იქნება ის მესამე გუნდი, რომელიც ერედივიზიონში აღზევდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.470304