ფეხბურთი

23:09 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ზე 26-კაციანი განაცხადები დაუშვეს, მაგრამ სავალდებულო არ იქნება

ევრო 2024-ზე ნაკრებებს უეფამ ნება დართო, რომ 26-კაციანი განაცხადები დაასახელონ. თუმცა, წინა ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილებაა.

მაგალითად, ევრო 2020-ზე, როცა 26-კაციანი განაცხადი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუშვეს, სამატჩო განაცხადში მხოლოდ 23 ფეხბურთელი ხვდებოდა, შესაბამისად, სამ ფეხბურთელს თამაშის დროს ტრიბუნაზე ყოფნა უწევდა. ახლა, 26-ვე ფეხბურთელის სამატჩო განაცხადში ყოფნა იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 26-კაციანი განაცხადი სავალდებულო არ არის, არამედ ნებაყოფლობითია: ვისაც სურვილი ექნება, ევრო 2024-ზე 23 ფეხბურთელს წაიყვანს ან 26-ს, მაგრამ სავალდებულო არ არის 26-კაციანი კვოტის ბოლომდე შევსება.

ასე რომ, ვილი სანიოლს შეუძლია, როგორც 23 ფეხბურთელის გამოძახება, ისე 26-ის - ეს თავის არჩევანზე იქნება.

უეფაში განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა 7 ივნისია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063065