ფეხბურთი

18:10 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია"

„ბაიერნიდან“ თომას ტუხელის წასვლა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარგა ხნის წინ გადაწყდა, მაგრამ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. „შტუტგარტთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე გერმანელმა არაფერი გამორიცხა.

„მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული, მაქსიმუმის გაღებაზე ვფიქრობ. ჩვენ გვაქვს არსებული კონტრაქტი და შევთანხმდით მის გაწყვეტაზე. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პასუხი იგივეა - შეთანხმება ძალაშია და არსებობს“, - თქვა ტუხელმა.

გერმანელის პასუხიდან გამომდინარე, მაინც ირკვევა, რომ არაფერია გამორიცხული და შესაძლოა, მხარეებმა თანამშრომლობა გააგრძელონ, მით უფრო, რომ „ბაიერნს“ უკვე სამმა მწვრთნელმა უარი უთხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12402