ფეხბურთი

12:15 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენის" ფეხბურთელს ცოლი ურჩევდა "რომასთან" არ ეთამაშა, თუმცა მან გოლი გაიტანა

„ლევერკუზენის“ ფეხბურთელმა რობერტ ანდრიხმა ევროპა ლიგის ნახევარფინალში, „რომას“ გოლი გაუტანა, მაგრამ თავისი მეუღლისთვის რომ დაეჯერებინა, „სტადიო ოლიმპიკოზე“ საერთოდ არ უნდა ეთამაშა.

მატჩამდე ანდრიხმა თქვა, რომ მისი მეუღლე ურჩევდა, „რომას“ წინააღმდეგ არ ეთამაშა:

„ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ არ სურს რომში ვითამაშო, რადგან ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა“, - თქვა „ლევერკუზენის“ ფეხბურთელმა მატჩამდე.

თუმცა, ანდრიხის მეუღლემ, რომელმაც გასულ კვირაში იმშობიარა, გოლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „ვფიქრობ, რომ მეტი შვილი გვჭირდება“.

შეგახსენებთ, „ლევერკუზენმა“ „რომა“ 2:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0633