ფეხბურთი

21:10 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი საგოლე პასი ფინალში და კიტეიშვილმა ავსტრიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო (+VIDEO)

ავსტრიის თასის ფინალში გრაცის „შტურმმა“ ვენის „რაპიდი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (2:1) და ტიტული მოიპოვა.

მნიშვნელოვან გამარჯვებაში ოთარ კიტეიშვილმა საგოლე პასით შეიტანა წვლილი. „რაპიდმა“ ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე გრაცელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 81-ე წუთზე კი, ტომი ჰორვატმა გამარჯვების მომტანი გოლი კიტეს პასით გაიტანა. ქართველის პასი ძალიან ეფექტური და დროული იყო.

„შტურმმა“ ისტორიაში მეშვიდედ მოიგო ავსტრიის თასი, მათ შორის, ზედიზედ მეორედ. გრაცულმა გუნდმა შარშანაც თასის ფინალში „რაპიდი“ დაამარცხა.

ასე რომ, ოთარ კიტეიშვილმა მეორედ მოიგო ავსტრიის თასი. გარდა ამისა, ავსტრიის ჩემპიონობის შანსიც აქვს, რადგან ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შტურმი“ ლიდერია და კონკურენტ „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06231