რაგბი

14:32 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

‘შავი ლომი’ ‘ლესტერისთვის’ დაირაზმა

ბრიტანულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, 3 მაისს ინგლისურ გრანდთან, ‘ლესტერ თაიგერსთან’ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

‘შავი ლომი’ 18 აპრილს შოტლანდიაში გაემგზავრა, ერთი კვირა იქ გაატარა და ‘ედინბურგისა’ და ‘გლაზგოს’ გაერთიანებულ გუნდთან გასახურებელი თამაში გამართა, ბოლო ერთი კვირაა კი ისტ-მიდლენდში ემზადება. ‘თაიგერსთან’ შეხვედრა „უელფორდ როუდზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერ თასის სამგზის მფლობელი ინგლისურ გუნდს აქამდე ერთხელ ეთამაშა. მიმდინარე სეზონში EPCR-მა ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე მიიწვია და სადებიუტო შეხვედრა 9 დეკემბერს, „მიხეილ მესხზე“ ‘გლოსთერთან’ ჰქონდა. მაშინ მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა, თუმცა ჯარიმებით 15:10 იმარჯვა და მასპინძლებმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში პირველი, ნუგეშის-ქულა აიღეს.

2021 წელს დაარსებული ‘შავი ლომი’ ორი წლის წინ ტურნეზე სამხრეთ აფრიკაში, შარშან კი სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა. წელს ის ინგლისში პირველად გაემგზავრა და რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით მეორე თამაშს გამართავენ.

‘ლესტერ თაიგერსთან’ პირველ ხაზში თამაშს დავით აბდუშელიშვილი, თენგიზ ზამთარაძე და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. მარქაფაში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და დემურ ეფრემიძე შეწყვილდებიან. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება გრიგორ ქერდიყოშვილი. მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ, შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა.

ხაზში ლუკა მატკავასა გიორგი მარგალიტაძის დუეტს ვიხილავთ. ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე შალვა აფციაური და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება. ხაზის შეცვლაზე არიან თენგიზ პერანიძე, გიორგი კვესელაძე და ლუკა ცირეკიძე.

ამხანაგური მატჩი. ლესტერი. უელფორდ როუდ. 22:30 (საქ. დრო)

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი;

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113452