ფეხბურთი

13:20 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი: "იმედი მაქვს, რომ "მანჩესტერი" თასის ფინალში 0:5 დამარცხდება"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი და ფეხბურთელი, ანტონი გააკრიტიკა.

სნეიდერმა „წითელ ეშმაკებს“ ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ დიდი ანგარიშით წაგებაც უსურვა.

„იმ დღეს, როცა მან დაიწყო კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ბრძოლა, ყველანაირი პატივისცემა დაკარგა. ფიქრობდა, რომ კარგს აკეთებდა, მაგრამ საპირისპირო გააკეთა. ანტონი? მას აბსოლუტურად უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რაც გააკეთა. იმედი მაქვს, რომ „მანჩესტერი“ ინგლისის თასის ფინალში 0:5 დამარცხდება“, - თქვა სნეიდერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062722