ფეხბურთი

15:39 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი: „ასეთი მატჩები ფეხბურთელებს ვნებას აღუძრავს. წინ, „ბაიერნ!“

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარე და ყოფილი თავმჯდომარე ოლივერ კანი სოციალურ ქსელში „ბაიერნი“ –„რეალის“ დღევანდელ ნახევარფინალურ მატჩს გამოეხმაურა.

„ბაიერნისა“ და მადრიდის „რეალის" დაპირისპირება სწორედ ის მატჩებია, რომლებიც ფეხბურთელების ვნებას აღუძრავს. წინ, „ბაიერნ!“ - წერს კანი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩი „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის დღეს, 30 აპრილს გაიმართება მიუნხენში და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064109