ფეხბურთი

19:50 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" კვარაცხელიას შენარჩუნება სურს, "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვს

ბოლო დღეებში განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია „ბარსელონას“ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას აპირებს.

თუმცა, როგორც ესპანური მედია წერს, „ბარსას“ ამჟამად არ აქვს ის ფინანსური მდგომარეობა, რომ „ნაპოლის“ მოთხოვნა დააკმაყოფილოს კვარაცხელიას ტრანსფერზე, რადგან აურელიო დე ლაურენტისი მასში მინიმუმ 100 მილიონ ევროს მაინც მოითხოვს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ კვარას კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებას სთავაზობს, ხოლო წელიწადში 4 მილიონი ევროს ხელფასს.

მოსალოდნელია, რომ „ნაპოლის“ წარმომადგენლებსა და ხვიჩას აგენტ, მამუკა ჯუღელს შორის შეხვედრა უახლოეს ხანებში მოხდება, სადაც ისინი სიტუაციაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109386