ფეხბურთი

17:17 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი: "გვინდა "რეალთან" საპასუხო მატჩისთვის კარგი სასტარტო პოზიცია შევიქმნათ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერია, მაგრამ „ბაიერნიც“ თავდაჯერებულია.

„2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უმაყურებლოდ ვითამაშეთ, ამიტომ გვსურს, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ ფინალში და ამჯერად, მაყურებლების წინაშე ვითამაშოთ. ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებული, გვინდა კარგი შედეგის მიღწევა, რომ საპასუხო მატჩისთვის კარგი სასტარტო პოზიცია გვქონდეს.

ერთმანეთს ორი დიდი კლუბი ხვდება. ცხადია, ვიცით, რომ „რეალი“ ძალიან გამოცდილი და მაღალი კლასის გუნდია. ისინი თავიანთ ძალებში დარწმუნებული არიან. მიუხედავად ამისა, ჩვენც დიდი თავდაჯერებით ვხვდებით თამაშს. „არსენალთან“ ორი კარგი მატჩი გვქონდა და არაფრის გვეშინია“, - თქვა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ და „რეალის“ მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112179