ფეხბურთი

13:54 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ლოპეტეგის კონტრაქტი გაუმზადა

ხულენ ლოპეტეგი დიდი ალბათობით, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. იტალიური მედიის ცნობით, „როსონერის“ ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტი უკვე გაუმზადა.

ესპანელი 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და პოზიტიურიც გამოდგა. ასე რომ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, სეზონის შემდეგ ლოპეტეგი სტეფანო პიოლის შეცვლის.

ლოპეტეგი ბოლოს „ვულვზში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „სევილიას“, „რეალის“, ესპანეთის ნაკრების, „პორტუს“ და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების დამრიგებელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129157