ფეხბურთი

19:43 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგმა“ კონკურენტი გაანადგურა

ბუნდესლიგის 31-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის მთავარი მატჩი ლაიპციგში გაიმართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მებრძოლმა გუნდებმა ითამაშეს. „ლაიპციგმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

მატჩის გმირი ლაიპციგელთა ბელგიელ-მაროკოელი ლუა ოპენდა გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და ფრანგ თანაგუნდელ მოჰამედ სიმაკანსაც გაატანინა. მასპინძელთაგან თავი ასევე სლოვენიელმა ბენიამინ შეშკომ და ავსტრიელმა კრისტოფერ ბაუმგარტნერმა გამოიჩინეს. ანგარიში კი სტუმარმა ჯეიდონ სანჩომ გახსნა.

ახლა „ლაიპციგს“ 62 ქულა მოუგროვდა, მეოთხე ადგილზე დგას და უკვე 5 ქულით უსწრებს მეხუთეზე მყოფ „დორტმუნდს.“

„ბაიერნი“ – „აინტრახტის“ შეხვედრაში (2:1) მიუნხენელთა ინგლისელმა შემტევმა, ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და 35 გოლით ბომბარდირთა დავაში სოლიდური უპირატესობით ლიდერობს.

თეგებილაიპციგი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118357