ფეხბურთი

23:53 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლონი: "მიქაუტაძე მიყვარს, მაგრამ ის გუნდის ნაწილია, თამაშებს მარტო არ იგებს"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „ლილთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ქართველი ფეხბურთელის დამსახურება არაა, რომ გუნდმა დიდი ხნის შემდეგ გასავარდნი ზონა დატოვა.

„არა, გასავარდნი ზონიდან ჩვენი ამოსვლა მარტო მიქაუტაძის დამსახურება არ არის, ისიც 11 ფეხბურთელის შემადგენელი ელემენტია. შეიძლება უფრო დიდი დოზით, მაგრამ მეცი მხოლოდ ის არ არის. ჟორჟი მიყვარს, ჩემი მეგობარია, მისთვის ვიბრძოლე, თუმცა თამაშებს მარტო არ იგებს. ის გუნდის ერთ-ერთი წევრია. მეფე ჟორჟზე აღარასდროს ვილაპარაკებ, თუ არ მაიძულებთ.

„მეცში“ დაბრუნების შემდეგ პრობლემები დაძლია? იმედი მაქვს, რომ „აიაქსის“ პერიოდს არ დაივიწყებს, რადგან რამდენიმე კვირაში შეიძლება იგივე მოხდეს“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მეშვიდე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ორი მატჩი მიქაუტაძის გოლებით მოიგო („ლანსსა“ და „ლე ჰავრთან“), ხოლო 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113243