ფეხბურთი

14:07 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს საზარდულის პრობლემა აქვს და ევრო 2024-მდე სიფრთხილეა საჭირო"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „სანდერლენდთან“ მატჩის წინ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ამ შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც ინგლისელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წინ ევროპის ჩემპიონატი და გუნდი ჩაკვეტაძეს უნდა მოუფრთხილდეს.

„გიორგის საზარდულის მუდმივი პრობლემა აქვს, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია და მასთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყოველთვის მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებთან ასეთი პერსონალური კონტაქტი მქონდეს და მესმის, თუ რას განიცდის ამ მომენტში, როცა თავის ფიტნესთან დაკავშირებით ცოტა გაურკვევლობაშია. ამიტომ, გიორგი შაბათს ვერ ითამაშებს“, - განაცხადა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ჩემპიონშიფში რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, „უოტფორდს“ კი, პლეი-ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109344