ფეხბურთი

0:52 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფასგან ესპანეთის ნაკრებს და ესპანურ კლუბებს სერიოზული სანქციები ემუქრება

ესპანეთის ნაკრებს და ესპანურ კლუბებს უეფას ტურნირებიდან დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა As-ი ავრცელებს.

უეფა აკვირდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს თუ დადასტურდება, რომ ფედერაციის საქმიანობაში სახელმწიფოც ერევა, მაშინ არაა გამორიცხული ესპანურ ფეხბურთს სერიოზული სანქციები დააკისროს.

ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. ცნობილია, რომ ფიფა და უეფა ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში პოლიტიკური სახის ჩარევებს კრძალავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111925