ფეხბურთი

15:28 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტროტა: "ნაპოლიდან" მხოლოდ კვარაცხელიას არ გავუშვებდი"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ივანო ტროტამ განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, „ნაპოლიდან“ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას არ გაუშვებდა.

როგორც მან აღნიშნა, სხვა ყველა ფეხბურთელი, ვისაც გუნდში დარჩენა არ სურს, უნდა წავიდნენ:

„რა თქმა უნდა, ფეხბურთელი, რომელსაც გუნდიდან არასდროს გავუშვებდი, კვარაცხელიაა. მან გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ წარმოუდგენელი მოთამაშეა, წელს კი, პრობლემები გუნდის სირთულეების გამოც განიცადა. რაც შეეხება სხვებს, გუნდიდან გავუშვებდი ფეხბურთელებს, რომლებსაც „ნაპოლიში“ დარჩენა არ სურთ“, - თქვა ტროტამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114296