ფეხბურთი

21:44 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე "რეალში" გადასვლის სანაცვლოდ სათამაშო პოზიციის შეცვლაზეც დათანხმდა

„პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ესპანური მედია წერს, რომ ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ მხარეები ინფორმაციას არ ახმაურებენ, რადგან თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდეს.

As-ი წერს, რომ მბაპემ „რეალში“ გადასვლის სანაცვლოდ პოზიციის შეცვლაზეც თანხმობა განაცხადა. საქმე ისაა, რომ „სამეფო კლუბში“ მბაპეს სავარაუდოდ ფორვარდის პოზიციაზე თამაში მოუწევს, კართან უფრო ახლოს და არა ფლანგზე.

საქმე ისაა, რომ „რეალში“ ფლანგები როდრიგოს და ვინისიუსის მიერ ათვისებულია, თანაც ორივე ძალიან კარგად თამაშობს და კლუბს მათთან უკმაყოფილების საბაბი არ აქვს. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონში „რეალის“ შემტევი ტრიო როდრიგო-მბაპე-ვინისიუსი იქნება, პლუს ამას მათ უკან ჯუდ ბელინგემიც იმოქმედებს.

კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109123