ფეხბურთი

20:40 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" კლოპის შეცვლის მთავარი ფავორიტი ნიდერლანდელი მწვრთნელია

„ლივერპული“ იურგენ კლოპის შემცვლელს ეძებს და თუ აქამდე, რუბენ ამორიმის ვარიანტი იყო გამოკვეთილი, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

ბრიტანული მედიის ცნობით, „წითლებმა“ ბოლო პერიოდში კონტაქტი როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტთან და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

დიდი შანსია, სწორედ 45 წლის ნიდერლანდელმა შეცვალოს კლოპი, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მას „ფეიენოორდთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

არნე სლოტი „ფეიენოორდის“ მწვრთნელი 2021 წლიდანაა და გუნდს თითოჯერ მოაგებინა ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი, ხოლო 2022 წელს კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „რომასთან“ დამარცხდა. მანამდე სლოტი „კამბურის“ და „ალკმაარის“ თავკაცი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108979