ფეხბურთი

10:24 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" "იუვენტუსის" რეკორდი დაამხო

ლევერკუზენის „ბაიერმა“ მიმდინარე სეზონში 44-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და „იუვენტუსის“ რეკორდი გააუმჯობესა.

ჩაბი ალონსოს გუნდმა 2023-2024 წლების სეზონში ყველა ტურნირზე, ბუნდესლიგაში, გერმანიის თასსა და ევროპა ლიგაზე დღემდე სულ 44 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 38 მოიგო და 6-ჯერ ფრეს დასჯერდა.

ერთ სეზონში ზედიზედ 44 წაუგებელი მატჩი ყველა ტურნირის გათვალისწინებით კი, რეკორდია. აქამდე უკეთესი შედეგი მხოლოდ „იუვენტუსს“ ჰქონდა, რომელმაც 2011-2012 წლების სეზონში ზედიზედ 43 თამაში არ წააგო.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგა უკვე მოიგო, გერმანიის თასის ფინალში „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდება, ხოლო ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომას“, რომელსაც ამ ტურნირის ამავე ეტაპზე გასულ სეზონშიც შეხვდა, მაშინ იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში 1:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113492