ფეხბურთი

14:53 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: „ატალანტასთან ამჯერად უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეტოქეს მძლავრად შევუტიოთ“

„ლივერპულის“ ბრაზილიელმა მეკარე ალისონმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალის „ატალანტასთან“ საპასუხო მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ შეცდომა, რომელიც სიტუაციას გააუარესებს. რა თქმა უნდა, შინ 0:3 წაგება არ არის ის, რაც „ლივერპულის“ მოთამაშეებმა უნდა მივიღოთ. ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეტოქეს მძლავრად შევუტიოთ და გამოვიყენოთ ის შანსები, რაც გვექნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი მომენტები ბევრი გვექნება.

ვენდობი ჩვენს ფორვარდებს და მცველებს, ვიცი, რომ ხარისხიანი გუნდი გვყავს“, - ციტირებს ალისონის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

ევროპა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩი „ლივერპულსა“ და „ატალანტას“ შორის დღეს, 18 აპრილს გაიმართება ბერგამოში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139106