ფეხბურთი

17:11 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: "მილანი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ნახევარფინალთან ახლოს ვართ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ „მილანთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქე უფრო ძლიერია, მაგრამ მისი გუნდის იმედი აქვს და ნახევარფინალში გასვლის სჯერა.

„ნდიკა კარგადაა, მთავარი ეს არის. ვფიქრობ, თამაშის შეწყვეტა სწორი იყო, ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. მენეჯერები მუშაობენ ახალ თარიღზე, რათა „უდინეზესთან“ მატჩი გაგრძელდეს.

„მილანი“ ძალიან კარგ ფორმაშია, სერია A-ში მეორე ადგილზეა და თითქმის ყოველთვის კარგად თამაშობენ. ხვალინდელი მატჩი გზაგასაყარია, „მილანი“ არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად არის დაკომპლექტებული, ახლა კი, ისინი ევროპა ლიგაზე არიან, შესაბამისად, მათთვის ეს ბოლო შანსია. ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენზე უკეთესი, მაგრამ პირველ მატჩში ვაჩვენეთ, რომ ბევრით არ ჩამოვრჩებით და შეგვიძლია მათთან თამაში. ერთი ნაბიჯი გვაშორებს ნახევარფინალამდე“, - თქვა დე როსიმ.

შეგახსენებთ, „რომამ“ „მილანთან“ პირველი მატჩი სტუმრად ჯანლუკა მანჩინის გოლით 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129149